საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება 

14 სექტემბერი 2018, 00:00 2425 ნახვა

კანაფის კონტროლის სააგენტო მარიხუანას ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით, ყოველი წლიურად პარლამენტს ანგარიშს წარუდგეს.  შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სააგენტოს მიზანია,  საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო ფონდისთვის 500 000 ლარია განსაზღვრული, რომლის გამოყოფაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები.

უსაფრთხოების სტანდარტებს კი მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს. მთავრობის დადგენილებითვე დამტკიცდება ექსპორტი - იმპორტის წესიც. კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ოდენობა - 25 ათასი ლარი იქნება.

ამავე კატეგორიაში