კახა ბექაური “სამართლიან არჩევნებს” აკრიტიკებს

14 სექტემბერი 2018, 00:00 1852 ნახვა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ - კახა ბექაურმა ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები გააკრიტიკა, მონიტორები კი ტყუილსა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ორგანიზაციის წარმომადგენლებს უცოდინრები უწოდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ბევრი შეცდომა დაუშვა - ეროვნული კომისია კატეგორიულად მოითხოვს მათ გასწორებას.

ბექაურმა რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრა მათ შორისაა ერთ-ერთი მაუწყებლის დაჯარიმების ფაქტი. შეეხო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადამოწმების თაობაზე გაკეთებულ ჩანაწერსაც. ბექაური ირწმუნება, რომ ეს კანონი წლების წინაა მიღებული და მაუწყებლების უფლებამოსილებას ეხება, რომლის თანახმადაც ტელევიზიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე არაკვალიფიციური სუბიექტისთვის კვალიფიციურის სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი, რაც მისი თქმით შესაძლოა საჭიროებდეს გადამოწმებას და არ იმსახურებს კრიტიკას. „სამართლიან არჩევნებში“ ბექაურის დღევანდელ განცხადებებს გაუგებარი უწოდეს, ბრალდებებს კი უსაფუძვლო.

ამავე კატეგორიაში