ენმ-ს ბრალდება ბათუმის მერიას

15 სექტემბერი 2018, 00:00 1973 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქის მერიას არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი აცხადებს, რომ  ბათუმში რამდენიმე ადგილას დამონტაჟებული სარეკლამო მონიტორი რამდენიმე თვეა გათიშული და უფუნქციოა. 

პარტიაში ვარაუდობენ, რომ მერია, შესაძლოა, კერძო სექტორთან გარიგებაში იყოს რადგან, როგორც გელა დეკანაძე ამბობს,  კერძო სექტორის სარეკლამო ბილბორდებზე რეკლამის განთავსება გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. ბათუმის მერიის ბალანსზე ფიქსირებული 5 სარეკლამო ბილბორდია. საკითხთან დაკავშირებით მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

ამავე კატეგორიაში