გამოწვევები საზღვაო განათლების სფეროში

15 სექტემბერი 2018, 00:00 6443 ნახვა

საზღვაო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს დღეს ბათუმში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის სხდომაზე. მმართველთა საბჭოზე ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა საზღვაო განათლების განვითარების კონცეფცია წარადგინა. დოკუმენტის ავტორების თქმით, საჭიროა რეფორმა მეზღვაურთა საგანმანათლებლო სისტემაში, განსაკუთრებით პრაქტიკის კუთხით დატვირთვა უნდა გაიზარდოს და სტუდენტის სასწავლო გრაფიკი საზღვაო წვრთნის პერიოდზე უნდა იყოს მორგებული. 

მათი განცხადებით, სწავლების სამი დონიდან ერთ-ერთზე - ექსპლუატაციის საფეხურზე სპეციალისტების მომზადება არ ხდება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. თამარ იოსელიანის თქმით,  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად სწავლების სამივე დონე არსებობს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მეზღვაურთა პროფესიულ განათლებაზე. იყო მოსაზრება, რომ სტუდენტს ეროვნული გამოცდის გარეშე უნდა შეეძლოს პროფესიულიდან უმაღლესი განათლების დონეზე გადასვლა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინიციატივით, კონცეფციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დარგის ექსპერტების ჩართულობით, დეტალურად განიხილავენ.   

ამავე კატეგორიაში