ვინ და როგორ გამოავლენს სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებს

16 სექტემბერი 2018, 00:00 3224 ნახვა

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტებს ნარკოტესტებით შეამოწმებენ.ნარკოტესტით შესაძლებელი იქნება დადგენა, მოიხმარა თუ არა მძღოლმა მარიხუანა, ბოლო რამდენიმე  საათის განმავლობაში. მეზვრიშვილის განმარტებით,  სანქციები არ გავრცელდება, თუ პირმა მარიხუანა 30 დღის წინ მოიხმარა.

აქამდე, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვას  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  არ ეხებოდა. ცვლილებებით კი მსგავსი შემთხვევა  დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამავე კატეგორიაში