სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი სუს - ში გამოკითხეს

16 სექტემბერი 2018, 00:00 1902 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, დაკითხვა დასრულდა. ლევან შონია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 5 საათის იმყოფებოდა.  მან არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია ,გამომძიებლებს  ჰქონდათ თუ არა კითხვები ქრთამის აღების ფაქტზე. შონია იმავე საქმეზე იკითხებოდა, რაზეც ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დაიკითხნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.  ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში