პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო

17 სექტემბერი 2018, 00:00 1677 ნახვა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი , რომელიც  კანაფის პროდუქტების წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხება, ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ. თუმცა ცვლილებებზე ამ ეტაპზე  კანონმდებლები არ იმსჯელებენ.  უმრავლესობაში განმარტავენ, რომ   საკითხზე კონსულტაციებია საჭირო, იმისთვის, რომ  ცვლილებების  შესახებ  საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს. ცვლილებების მიხედვით, მცენარე კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების მიზნით, კანონს ლიცენზიის ათი სახე ემატება. მათ შორისაა, სამედიცინო და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ლიცენზია; ასევე, მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია, მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია და ა.შ.

ამავე კატეგორიაში