დაარღვია თუ არა ბათუმის მერიამ საარჩევნო სტენდების განთავსებისთვის დაწესებული ვადა?

17 სექტემბერი 2018, 00:00 2200 ნახვა

დაარღვია თუ არა ბათუმის მერიამ საარჩვენო სტენდების განთავსებისთვის დაწესებული ვადა? ქალაქის მერს ეგონა, რომ სტენდები უკვე განთავსებული ოყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. მოგვიანებით მერიაში გვითხრეს რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ.

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებს „სამართლიანი არჩვენების“ წარმომადგენელი. მადონა ბერიძე საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლს იშველიებს, რომლის მიხედვითაც თითმმართველობამ ადგილები უნდა განისაზღვროს და სტენდები უნდა განთავსდეს არჩევნების დანიშვნიდან 10 დღეში - ეს ვადა კი ცესკო-ს კალენდრის მიხედვით 11 სექტემბერს ამოიწურა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში