დეპუტატებმა მთავრობის კონტროლი უნდა გააძლიერონ - მესამე სექტორი

18 სექტემბერი 2018, 00:00 1671 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' წარმომადგენელები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, უწყების რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ.  

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მაკონტროლებელი ორგანოს საზედამხედველო ფუნქციები უნდა გაძლიერდეს და გაიზარდოს ოპოზიციის როლი. აუციელებელია რეგლამენტში ახალი ჩანაწერი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ოპოზიციას დაეთმობა. 

არასამთავრობოები აუცილებლად მიიჩნევენ ეთიკის კოდექსის მიღებას. ნორმების დარღვევის  შემთხვევაში კი დეპუტატებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითხოვენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' წარმომადგენელები, ასევე საბიუჯეტო პროცესზე კონტროლი გაზრდის, ღია მმართველობის პრინციპების გაძლიერების და თანამდებობის პირთა ჩამონათვალის შემცირების რეკომენდაციასაც გასცემენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' გარდა, საკანონმდებლო ორგანოს ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც'' მიმართა. უმრავლესობის წევრების თქმით, მუშაობის პროცესში 20-დან 11 შენიშვნა გაითვალისწინეს.

რეგლამენტი 3 მოსმენით, წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

ამავე კატეგორიაში