გიორგი გახარია: საგამოძიებო სისტემაში კვალიფიკაციის პრობლემაა

18 სექტემბერი 2018, 00:00 2049 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს.  განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა  სპეციალურ  კონფერენციაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით,  ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს, კვალიფიკაციის პრობლემაა.

გარდა ამისა, მინისტრის ამბობს, რომ, პრობლემად რჩება გამომძიებლის დამოკიდებულება პროკურორზე.მინისტრის  თქმით, დაგეგმილი სიახლეები  „სისტემური განახლების“ პროცესის ნაწილია. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა.

კიდევ ერთი სიახლე იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.  რეფორმის  მიზანი  გამოძიების ხარისხის გაზრდაა.

ამავე კატეგორიაში