პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი 2018, 00:00 1800 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ბოლო სამუშაო დღე აქვს. 

კახა კოჟორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საადვოკატო და აკადემიურ საქმიანობას იწყებს. 

“2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და ასევე, აკადემიურ საქმიანობას. ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!“, - წერს კახა კოჟოროძე.  

კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად  2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში