საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობს

18 სექტემბერი 2018, 00:00 1747 ნახვა

„112“-ის გადასახადის კანონიერებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.  მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია. აცხადებენ, რომ   „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების საწინააღმდეგოდ. „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია,  იურიდიული პირებისთვის კი 50.

ამავე კატეგორიაში