ომეგა ჯგუფის დაკავშირება ტელეკომპანია იბერიასთან და ტელეკომპანიის გარკვეული მიზნებისთივს გამოყენება, არაეთიკურია - ბიზნესომბუდსმენი

18 სექტემბერი 2018, 00:00 1537 ნახვა

ბიზნესომბუდსმენი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ჩანაწერების ავთენტურობის გარკვევა აუცილებელია.

როგორც ამბობს, ომეგა ჯგუფის დაკავშირება ტელეკომპანია იბერიასთან და ტელეკომპანიის  გარკვეული მიზნებისთივს გამოყენება, არაეთიკურია. ბიზნესომბუდსმენი მზად არის ომეგა ჯგუფს  უშუამდგომლოს.

''ომეგა ჯგუფის დაკავშირება ტევე იბერიასთან და ტელევიზიიის გამოყენება იმ კუთხით რომ კომპანია  ომეგას  გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ რომელიც მის მიერვე დეკლარირებულია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს . ნებისმიერი საგადასახდო ვალდებულება უნდა იქნას შესრულებული. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია კომპანია ''ომეგასთან'' და მზად ვართ ვიშუამდგომლოთ მაგრამ ის როცა ხდება კონკრეტული კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება მსგავსი ტიპის მიზნებისთვის ვფიქრობთ რომ ეს არის არაკორექტული'' - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე 

ამავე კატეგორიაში