წაბლანელები ბინებით დაკმაყოფილებას ელიან

18 სექტემბერი 2018, 00:00 1908 ნახვა

წაბლანაში მცხოვრები 12 ოჯახი კვლავ საცხოვრებელს ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის ბინების გადასაცემად შექმნილ სიაში თავის დროზე ვერ მოხვდნენ, თუმცა ბინები მათაც ეკუთვნით. სიის გადახედვას წინა თავმჯდომარე პირდებოდა მოქალაქეებს, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ცნობილია, რომ რამდენიმე თვეში გადაეცემათ საცხოვრებელი სახლები ეკომიგრანტებს და დევნილებს.

მშენებლობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი იმ სიით ხელმძღვანელობენ, რაც ამხანაგობამ მიაწოდა. სწორედ ამხანაგობამ ჩართო შეჩერებული მშენებლობის გასაგრძელებლად პროცესში კერძო კომპანია. 12 ოჯახი სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას, ამასთან ითხოვენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას.

ამავე კატეგორიაში