საპატრიარქოს განცხადება მარიხუანას მოყვანა-რეალიზაციაზე

19 სექტემბერი 2018, 00:00 1738 ნახვა

 მარიხუანის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით  ეკლესიის  განწყობა უცვლელია.  საქართველოს საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ  თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანის  ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას“-წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში