მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

19 სექტემბერი 2018, 00:00 1223 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ამ წუთებში პარლამენტში განიხილავენ, თუმცა მხოლოდ იმ ნაწილს რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე აკრძალვებს აწესებს.  დეპუტატების შეკითხვებს შსს-მინისტრის მოადგილე პასუხობს. მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ შსს მიერ მომზადებულმა  საკანონმდებლო   პაკეტმა  ყველა ის ღია საკითხი მოიცვა, რომელიც საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩა.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ  შეთავაზებული კანონპროექტი მარიხუანის მოხმარებას მომხიბვლელს ხდის ახალგაზრდებისთვის, რადგან  ასაკობრივი ცენზი დგინდება.  დეპუტატები ასევე აცხადებენ, რომ   ვიდრე კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს ბევრი დეტალია დასახვეწი, რადგან ბუნდოვანია  მაგალითად ჩანაწერი რომელიც მარიხუანის მოხმარებას არ კრძალავს პირად სივრცეში. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებიან.  თეონა ხარაბაძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში.

ამავე კატეგორიაში