შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთან

19 სექტემბერი 2018, 00:00 1671 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა გაეროსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებს შეეხო.  ორგანიზაცია  საქართველოში 230  ათასი ევროს ღირებულების პროგრამებს აფინანსებს.  ისინი აჭარაში ტურიზმის, მრეწველობისა  და სხვადასხვა სახის  სერვისების განვითარებას მოიცავს .  

რეგიონში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღეს უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის  მოადგილეს  შეხვდა. დაგეგმილია  გაეროს პროგრამით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და აპარატის თანამშრომლების გადამზადება, ასევე  თანამშრომლობა ღია მმართველობის   პრინციპების  გაუმჯობესებისთვის. გაეროს განვითარების პროგრამით მაღალმთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარებისა და ეკო ტურიზმის მიმართულებით რამდნენიმე პროექტი ხორციელდება,  ჩატარდა მაჭახელას დაცულ ლანშაფტის კვლევა და მიმდინარეობს კონსულტაციები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

ამავე კატეგორიაში