საიამ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

19 სექტემბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

საია-მ მარიხუანასა და კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენის შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს. 

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ კანონის პროექტით არასრულწლოვნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადს არ წარმოადგენს სრულწლოვანი პირისთვის, გაუმართლებელია; მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევის შესაძლებლობის მიცემა კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად. საია მიმართავს პარლამენტს, წარდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

ამავე კატეგორიაში