პატრიარქი ღვთისმსახურებს არაკორექტული და პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გამო აკრიტიკებს

20 სექტემბერი 2018, 00:00 1964 ნახვა

პატრიარქი ღვთისმსახურებს არაკორექტული და პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით ილია მეორემ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა. პატრიარქი  მღვდელმთავრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. შეგახსნებთ, მეუფეებმა პეტრემ და იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.

ორი დღის წინ კი პრეზიდენტობის კანდიდატმა მღვდელმსახურებს უპასუხა და აღნიშნა, რომ არ არის სწორი სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში.

პატრიარქის მიმართვა პარლამენტის წევრებმა და იუსტიციის მინისტრმა შეაფასეს. 

ამავე კატეგორიაში