აშშ ანგარიში - საქართვლოს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს

20 სექტემბერი 2018, 00:00 2134 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში  ნათქვამია, რომ , საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია. დოკუმენტის ავტორთა თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს. ანგარიშში მოხვდა გასული წლის ნოემბერში  თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია.

დოკუმენტის ავტორები 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული რეიდის შესახებაც წერენ.  ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ  გასულ წელს, აზერბაიჯანთან და თურქეთთან სახმელეთო საზღვრის ხუთ სექტორზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შეძლო. ამავდროულად, შეიქმნა რისკებისა და საფრთხეების შეფასების დანაყოფი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი მოდელით მუშაობს. პარალელურად, საქართველომ ხელი მოაწერა მემორანდუმს ნატოს  საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბთან.

ამავე კატეგორიაში