ნონას თასი ბათუმშია

20 სექტემბერი 2018, 00:00 4408 ნახვა

ნონას თასი რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა ბათუმშია. ის მანამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხში გამოიფინა. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადის ფარგლებში დღეს ბათუმშის ბულვარში ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ ასევე, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თამაშების პარალელურად საზეიმო წარმოდგენა, სახალისო ვიქტორინა და ქართული ჭადრაკისადმი მიძღვილი გამოფენა მოეწყო. „ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა. ოლიმპიადის დღეებში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ამავე კატეგორიაში