საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ სახელმწიფო მდივანს შეხვდა

21 სექტემბერი 2018, 00:00 1970 ნახვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა  შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს. 

ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე.   საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი კი მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთან აუდიენციისას განიხილა.    

ამავე კატეგორიაში