ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია

21 სექტემბერი 2018, 00:00 2067 ნახვა

ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. ეს რიგით მესამე კონფერენციაა და ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ რომ მისი ჩატარება მომავალ წლებში სისტემატურ სახეს მიიღებს.

კონფერენციაზე 12 ქვეყნის სპიკერები წარდგებიან და დამსწრე საზოგადოებას დახმარებისა და ემერჯენსის საკითხებზე და სიახლეებს გააცნობენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. თვალსაჩინოებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა გამოფინეს. კონფერენცია 23 სექტემბერს დაიხურება.

ამავე კატეგორიაში