ღიაა თუ არა მთავრობის შენობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის

21 სექტემბერი 2018, 00:00 1750 ნახვა

რატომ არ ეძლევათ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს  აჭარის მთავრობის შენობაში შესვლის საშუალება? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირწმუნებიან, რომ მათთვის არამარტო სხდომები არამედ, მთავრობის კარიც დაიხურა. ამტკიცებენ, რომ ისინი ასევე ვერ შეხვდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. რასაც სიცრუეს უწოდებს ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრის განცხადებით, ოპოზიციას შეხვედრის თხოვნით არ მიუმართავს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი იგი მზადაა.

მზაობას გამოხატავს მთავრობის თავმჯოდმარეც, თუმცა როგორც უკვე გითხარით საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპოზიციონერები, ამის დასადასტურებლად კი მაგალითიც მოჰყავთ.

რა წერია რეგლამენტში და რატომ გახდა მობილური ტელეფონი შენობაში შესვლაზე უარის თქმის მიზეზი, მაშინ როდესაც ეს მოთხოვნა არ ვრცლედება მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადეგნლებზე - მზია მართალიშვილი არკვევდა დეტალებს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში