2 დღე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამდე

21 სექტემბერი 2018, 00:00 2394 ნახვა

 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე ორი, შეჯიბრების დაწყებამდე კი სამი დღე რჩება. საორგანიზაციო კომიტეტი ბოლო დეტალებს აზუსტებს. სულ სამი დარბაზი მოეწყობა. ორში მოჭადრაკეები იასპარეზებენ, მესამე კი  საგამოფენო სივრცე იქნება.

სათამაშო დარბაზები ერთმანეთს დერეფნის საშუალებით უკავშირდება სადაც ქართველი ტიტულოვანი მოჭადრაკეების ფოტოებია წარმოდგენილი.  სამუშაოები საქართველოს განათლების მინისტრმა, ფიდეს აღმასრულებელმა დირექტორმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერეს. შეჯიბრებაში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან  6 ნაკრები როგორც ქალებში ასევე ვაჟებსა და ახალგაზრდებში.

ამავე კატეგორიაში