„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

21 სექტემბერი 2018, 00:00 1738 ნახვა

მეორე  დღეა პარლამენტი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავს. ხმაური და ურთიერთბრალდებები გუშინდელი სხდომის შემდეგ დღესაც ისმოდა. ოპონენტებმა ერთმანეთს ისევ შეახსენეს წარსული. ოპოზიცია პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

''ქართული ოცნება'' კი უწყებების მხრიდან გადაცდენის ფაქტებს ვერ ხედავს და მხოლოდ დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში