„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

21 სექტემბერი 2018, 00:00 1666 ნახვა

ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება და დასკვნა საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის დასკვნისა და მმართველი ძალის დადგენილების შესრულება სავალდებულო ხასიათის არ არის. ხელისუფლება და ოპოზიცია რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდა.

ერთ-ერთი უკავშირდება პროკურატურის მაღალჩინოსნების საკითხს. „ევროპული საქართველო“ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ხელისუფლება კი ამბობს რომ პრობლემა მხოლოდ დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებებია. ოპოზიცია მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ხელისუფლება კი მასთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე საუბრობს. საკითხზე მსჯელობისას ოპონენტებმა ერთმანეთს წარსული გაუხსნეს. ოპოზიცია, რომელიც სხდომას არ დასწრებია, ღიად ამბობს რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სკოლებში ძალადობის წამახალისებელია. „ქართული ოცნება“ კი უმცირესობის განცხადებებში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. 

ამავე კატეგორიაში