ბათუმის მერიამ ქალაქში საარჩევნო სტენდები საკრებულოს დადგენილების მიხედვით, 8 ადგილზე განათავსა

22 სექტემბერი 2018, 00:00 1866 ნახვა

ბათუმის მერიამ ქალაქში საარჩევნო სტენდები საკრებულოს დადგენილების მიხედვით, 8 ადგილზე განათავსა. თითო უბანზე 4 სტენდია. არასამთავრობო სექტორში მერიას საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე მიუთითებდნენ. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ მუნიციპალიტეტმა სტენდების განთავსება დააგვიანა, რაც ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის სრულფასოვან ჩატარებას.

იურისტების განმარტებით, სტენდები ბათუმში 11 აგვისტომდე  უნდა   დადგმულიყო. ბათუმის მერიის აიპი მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი კი ირწმუნება, რომ ვადები არ დარღვეულა.  ჯუმბერ კობალაძე „მთავართან“ სატელეფონო საუბარში  განმარტავს, რომ კანდიდატების რიგითობა 16 აგვისტოს გამოცხადდა,18 ში კი სტენდების განლაგება დაიწყო.

ამავე კატეგორიაში