ქუთაისში საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტას ოპოზიცია ეწინააღმდეგება

22 სექტემბერი 2018, 00:00 1883 ნახვა

ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაკარგვას მხარი, პირველი მოსმენით 77 კანონმდებელმა დაუჭირა. რეგლამენტში უკვე ჩაიწერა საკანონმდებლო ორგანოს  ადგილსამყოფელი -თბილისი.  გადაწყვეტილებას ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება.ოპოზიცია ქუთაისის მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ქართული ოცნება“ კი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ხარჯების შემცირებით ხსნის.  ქუთაისში პარლამენტის სასახლე 6 წლის მანძილზე მუშაობდა. 2019 წლიდან შენობაში სავარაუდოდ შსს საპოლიციო ჰაბი განთავსდება. დედაქალაქში პარლამენტი მუშაობას თებერვლიდან სასესიო ფორმატში დაუბრუნდება. მანამდე კი სხდომები ისევ ქუთაისში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში