მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

23 სექტემბერი 2018, 00:00 1830 ნახვა

ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მამუკა ბახტაძე მათ განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სტუდენტთა ნაწილი ბაკალავრიატში, ნაწილი კი მაგისტრატურაზე, მათ შორის საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს.

ამავე კატეგორიაში