საუბნო კომისია პარტიული და ნათესაური ნიშნით დაკომპლექტდა - ბრალდებები ცესკოს

24 სექტემბერი 2018, 00:00 2115 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს - მათ მიერ გამოვლენილი ფაქტები შეისწავლონ. პარტიის წევრი ირმა ხოროიშვილი ირწმუნება, რომ საუბნო კომისიები ქართული ოცნების თანამდებობის პირების ნათესავებით დაკომპლექტდა, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებით, პარტიული აქტივითა და ბანკის თანამშრომლებით.

ოპოზიციური პარტია ექვსივე მუნიციპალიტეტის არჩეული საუბნო კომისიის სიას ასაჯაროვებს.

მესამე სექტორში განმარტავენ რომ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია და არის თუ არა დარღვევები ამის შესახებ დასკვნებს მალე დადებენ.

რაც შეეხება პედაგოგების შერჩევას, ანა მდინარაძის განცხადებით ეს არა ახალი, ვინაიდან საუბნო კომისიები გასულ წლებშიც პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული და ეს დარღვევა არ არის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში