ყოფილი პოლიციელი - ''აჭარის პოლიციის სამმართველომ 500 უნიტაზი არამიზნობრივად შეისყიდა''

25 სექტემბერი 2018, 00:00 4012 ნახვა

აჭარის პოლიცის დეპარტამენტმა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი უნიტაზი და მისი ჩამრეცხი ავზი, შეიძინა, მაშინ როცა აჭარის პოლიციის შენობებში  სველი წერტილები 5 ჯერ ნაკლებია - ამის შესახებ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ხალვაშმა განაცხადა. 

ყოფილი პოლიციელი,  აუდიტის სამსახურს უწყების შესყიდვების შესწავლას სთხოვს. "მივმართავ აუდიტის სამსახურს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, აჭარის პოლიცია არა მიზნობრივად ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს და გარეულია კორუფციაში. სამწუხაროა, რომ რეგიონში კრიმინოგენული სიტუაცია პიკზეა მიღწეული, ხოლო პოლიცია უნიტაზების ყიდვითაა  დაკავებული". 

ხალვაშის თქმით, აჭარის მასშტაბით პოლიციის შენობებში სულ 100-მდე სველი წერტილია.

შესყიდვების დოკუმენტი ჟურნალისტებს ბრიფინგზე მიაწოდეს 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შესყიდვების შესახებ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში