გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლად დაინიშნა

25 სექტემბერი 2018, 00:00 2120 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი EBRD ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.  მან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება  უკვე გააფორმა.

თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. აღსანიშნავია რომ მაშინ როცა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო  მას საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.

ამავე კატეგორიაში