მოზარდების დანაშაულის პრევენცია და პოლიტიკა

25 სექტემბერი 2018, 00:00 2229 ნახვა

„დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ – ამ თემაზე ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებისა და ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ასევე  მათთვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შესაბამის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების  ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში