შტორმის დროს მაშველებმა 207 მოქალაქე გადაარჩინეს

25 სექტემბერი 2018, 00:00 2344 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე საშტორმო გაფრთხილება 31-ჯერ გამოცხადდა. 

შტორმის დროს კი მაშველების 207 მოქალაქე გადაარჩინეს. 

1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 მოქალაქე დაიხრჩო. ​​316 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.   ​

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ზღვისპირა კურორტებზე ამინდის გაუარესდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ხვალ კი ბათუმში იწვიმებს. 

ამავე კატეგორიაში