ევროკომისია საქართველოში ვიზალიბერალიზაციის პროცესს პოზიტიურად აფასებს

26 სექტემბერი 2018, 00:00 1851 ნახვა

საქართველოში მიმდინარე  ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს  ევროკომისიის პრეზიდენტი მაღალ შეფასებას აძლევს. ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით,   ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებული ტენდენციები პოზიტიურია.

ეს განცხადებები მან საქართველოს პრემიერთან  შეხვედრაზე გააკეთა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში