ფაროსანამ თხილის შემდეგ ხურმაც დააზიანა

26 სექტემბერი 2018, 00:00 1792 ნახვა

შესაძლოა აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობა ამჯერად ხურმის მოსავლის გარეშე დატოვოს. ხილის დაზიანების მთავარ მიზეზად ფერმერები მავნებელს ასახელებენ. როგორც „მთავართან“ საუბრობენ მოსავალი მათ წელს ათობით ტონით შეუმცირდათ, ასევე ამბობენ, რომ   რეალიზაციის პრობლემაც აქვთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გაფუჭებული მოსავლის, მხოლოდ მცირე ნაწილია ფაროსანას გამო დაზიანებული. ძირითად მიზეზად უწყებაში, ხურმის ხეების შეუწამლობას ასახელებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში