ყოფილი პრემიერ - მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

26 სექტემბერი 2018, 00:00 1623 ნახვა

ვანო მერაბიშვილს „ავერსის კლინიკაში“  ტომოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერი მათთან სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს.

მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი აცხადებს, რომ კვლევა არ იყო შეთანხმებული არც მასთან და არც პატიმრის ოჯახის წევრებთან, თუმცა იმედოვნებს, რომ დღევანდელი კვლევების შემდეგ დადგინდება, თუ რა გახდა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს რამდენიმე ხნის წინ დაუდგინდა ჰორნერის სინდრომი, დაავადების მიზეზის დადგენას და  მის შეწყალებას ითხოვს ადვოკატი და ოჯახის წევრები.

ამავე კატეგორიაში