დღეს საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების ნაწილი გაიხსნა, ნაწილი კი ხვალ გაიხსნება

26 სექტემბერი 2018, 00:00 1995 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. დღეს საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების ნაწილი გაიხსნა, ნაწილი კი ხვალ გაიხსნება. საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციები გადაინაწილეს, აირჩიეს თავმჯდომარეები და მოადგილეები. პროცედურული საკითხების დასრულების შემდეგ, უბნების  მომზადება დაიწყება კენჭისყრის დღისთვის.

უბნების გახსნასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ რომ, წინასწარ იცოდნენ როგორ გადანაწილდებოდა ფუნქციები და დღევანდელი პროცედურა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ბრალდებებს სიტყვიერად უპასუხეს ბათუმის ოლქში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში