გაერთიანებული ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

27 სექტემბერი 2018, 00:00 2513 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძის ინფორმაციით, საარჩევნო შეხვედრებს ხშირად ესწრებიან სკოლის პედაგოგები, დირექტორები, რესუსრცენტრების ხელმძღვანელები და მერები, რაც მისი თქმით, დარღვევაა. 

ვასაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირები მოსახლეობას მოუწოდებენ 28 ოქტომბერს არჩევანი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთონ. მედეა ვასაძემ ბრიფინგზე საარჩევნო შეხვედრებზე გადაღებული ფოტო-მასალაც წარმოადგინა. ბათუმის რესურსცენტრში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. აჭარის მთავრობაში კი განმარტავენ, რომ ბრალდებები აბსურდულია და ამგვარი განცხადებებით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში