43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე დღის შედეგები

27 სექტემბერი 2018, 00:00 2192 ნახვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურის გათამაშების  შედეგები  ასეთია: ვაჟთა პირველმა გუნდმა მონღოლეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა მეორე გუნდი რუსეთის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა. რაც შეეხება მესამე გუნდის წევრებს – მათ მესამე ტურში ნიკარაგუის გუნდის წევრთან 3,5 ქულით იმარჯვეს.  საქართველოს ვაჟთა პირველი გუნდი ხუთი ქულით 25-ე, მეორე ნაკრები ოთხი ქულით 42-ე, ხოლო მესამე ნაკრები ასევე ოთხი ქულით მეორმოცე ადგილზეა.

რაც შეეხება გოგონებს: საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდა და 2,5:1,5 მოიგო მეორე ნაკრების წევრებმა ესპანეთის გუნდთან ყაიმი გააფორმეს,  საქართველოს მესამე გუნდმა კი ბრაზილიასთან  მხოლოდ ნახევარი ქულა დათმო.საქართველოს ქალთა პირველი გუნდი ექვსი ქულით მეოთხე, მეორე ნაკრები ხუთი ქულით 13-ე, მესამე გუნდი კი ხუთი ქულით 19-ე ადგილზეა. დღეს საქართველოს ვაჟთა პირველი გუნდი ლიტვის, მეორე ავსტრალიის, ხოლო მესამე მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.ქალთა პირველი ნაკრები ვიეტნამის, მეორე გუნდი უნგრეთის, ხოლო მესამე ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში