აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობა 11 პირს სურს

28 სექტემბერი 2018, 00:00 2267 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს  წევრობა 11 პირს სურს.  მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსში განაცხადების წარდგენა გუშინ დასრულდა. საბუთები მაქსიმუმ 5 დღეში განსახილველად კომისიას გადაეცემა.

კონკურსის დასრულებიდან 5 დღეში კი კომისია დაკომპლექტდება, 15 დღის შემდეგ, მათ საკანონმდებლო ორგანოს ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლის არანაკლებ 3 კანდიდატურას წარუდგენენ.  მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 10 წლის მუშაობის გამოცდილება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ.

ამავე კატეგორიაში