სახელმწიფომ სტადიონის მშენებლობის ზედამხედველი კომპანია შეარჩია

28 სექტემბერი 2018, 00:00 2290 ნახვა

ბათუმის სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი ემ სი“ გაუწევს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება კომპანიასთან უკვე გაფორმდა.ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით,   კომპანია“სი ემ სი“ -ს წარმომადგნელებმა ყველა სატენდერო პირობა დააკმაყოფილეს. 

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით კომპანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება და ფიქრობს, რომ სტადიონის ზედამხედველობის საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ იქნება.  მინისტრის თქმით, აქამდე ზედამხედველობას მშენებელი კომპანიის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში