აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის ღია კონკურსში 11 კანდიდატი  მონაწილეობს

28 სექტემბერი 2018, 00:00 2326 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობა 11 პირს სურს. 

ღია კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, გიგა ჩხარტიშვილმა, ირაკლი ანთიძემ, ნიკა ჩხარტიშვილმა, ოლღა ჟღენტმა, ბაჩუკი ჩხეიძემ, რაულ ბერიძემ, ნათია სირაბიძემ, ირაკლი კიკვაძემ, ემზარ დიასამიძემ, ნერონ აბულაძემ და დიანა ვაშაყმაძემ. 

განაცხადების წარდგენა გუშინ დასრულდა. 5 დღეში კომისია უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც აპლიკანტების საბუთები განსახილველად გადაეცემა.

15 დღეში კომისიის წევრებმა სამი კანდიდატი უნდა შეარჩიონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ.

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 10 წლის მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ.

კონკურსი 29 აგვისტოს გამოცხადდა, განაცხადბის მიღების ვადა კი გუშინ ამოიწურა. 

ამავე კატეგორიაში