27-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის გამო რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა

28 სექტემბერი 2018, 00:00 3828 ნახვა

ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იმ საკითხმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც მწვანე კონცხზე, ცოტა ხანში სავარაუდოდ 27-სართულიანი სასტუმრო აშენდება. დღეს მერიამ საკრებულოში კომპანიის მიერ მომზადებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა წარადგინა. რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. გეგმის განხორციელებისთვის კომპანიამ ზონისთვის სტატუსის შეცვლაც მოითხოვა, შესაბამისად უმრავლესობამ დღეს მწვანე კონცხის ერთ მონაკვეთს სარეკრეაციო ზონას სტატუსიც შეუცვალა საქმიანი ზონით.

განსაკუთრებით მწვავე იყო საზოგადოება „ბათომის“ წევრების განცხადებები, ისინი საკრებულოსა და მერიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ, ამბობდნენ, რომ საზოგადოების აზრი უგულვებელყოფილია. ცნობისთვის ბათუმის მერმა თქვა გუშინ ჩვენს ეთერში, რომ მწვანე კონცხს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახლა განუვითარებელია. ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ცათამბჯენებში ცუდი არაფერია.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში