79-ე ოლქში ოპოზიციის საჩივრები განიხილეს

28 სექტემბერი 2018, 00:00 1790 ნახვა

საჩივრები განიხილა დღეს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ. საკითხი უბნების გახსნის დღეს ჩატარებულ პირველ სხდომებს ეხებოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხდომები დარღვევებით ჩატარდა, ამასთან რამდენიმე უბნიდან გატანილი იყო სარეგისტრაციო ჟურნალი, რისი უფლებაც თავმჯდომარეებს არ ჰქონდათ. საჩივრებს მტკიცებულების სახით  ვიდეო - კადრები ჰქონდა დართული. 61-ე  საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესია აღბეჭდილი, რა დროსაც კომისიის წევრი რეგისტრაციის ჟურნალში მეოთხე საკითხად თავმჯდომარის არჩევის კრიტერიუმის დამატებას მოითხოვს. კომისიის წევრმა კი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რა დროსაც კენჭისყრის პროცედურა გახანგრძლივდა.

ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, უბნის ოქმში საკითხის ჩამატებაზე უფლებამოსილი მხოლოდ უბანია, კომისიამ საჩივარი მხოლოდ რეგლამენტის გადაჭარბების ნაწილში დააკმაყოფილა. მეორე შენიშვნა ოლქმა განსახილველად არ მიიღო. რაც შეეხება სარეგისტრაციო ჟურნალების ოლქში მიტანის ფაქტს, იურისტი განმარტავს, რომ ეს ქცევა კანონით აკრძალული არ არის. უბნების გახსნის პირველ დღეს ოლქში 7 უბნის სარეგისტრაციო ჟურნალი მიიტანეს. კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ უბნის წარმომადგენლებს ჟურნალის გატანას შემდეგში აუკრძალავენ.

ამავე კატეგორიაში