აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კონკურსი

29 სექტემბერი 2018, 00:00 1499 ნახვა

მომავალი კვირიდან  აჭარის უმაღლესი საბჭო  საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობას დაიწყებს.  5 დღეში კომისია უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც აპლიკანტების საბუთები  განსახილველად  გადაეცემა.  კომისიამ 15 დღეში სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს. 

მრჩეველთა საბჭოს წევრობა 11 პირს სურს. ღია კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: გიგა ჩხარტიშვილმა, ირაკლი ანთიძემ, ნიკა ჩხარტიშვილმა, ოლღა ჟღენტმა, ბაჩუკი ჩხეიძემ, რაულ ბერიძემ, ნათია სირაბიძემ, ირაკლი კიკვაძემ, ემზარ დიასამიძემ, ნერონ აბულაძემ და დიანა ვაშაყმაძემ.  ოპოზიცია და მმართველი პარტია კანდიდატებისგან მაუწყებლის განვითარების შესახებ კონცეფცის წარდგენას ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში