სახელფასო დანამატებზე გაცემული 3 მილიონ ნახევარი ლარი

29 სექტემბერი 2018, 00:00 2153 ნახვა

სახელფასო დანამატის სახით გაცემული 3 მილიონ 496 ათას 408 ლარი, აჭარის სამთავრობო უწყებებში.    სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ამ ოდენობის ფული, აჭარის მთავრობაში და კიდევ 4 სამინისტროში, თანამშრომლებზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცა. უწყებების პირველი და სხვა პასუხისმგებელი პირები, თანხების ამ ფორმით გაცემას სატელევიზიო კომენტარებში არ უარყოფენ.

აჭარის მთავრობაში კი, მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლნენ. არადა, სწორედ აჭარის მთავრობაში და მას დაქვემდებარებულ უწყებებში გაიცა ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი და პრემია, რამაც მხოლოდ გასულ წელს, ხელფასებზე დანამატის სახით მილიონ 636 ათას 181 ლარი, ხოლო პრემიის სახით მილიონ 170 ათას 459 ლარი შეადგინა. 

ამავე კატეგორიაში