ხალხისგან დისტანცირებული ხალხის რჩეულები

29 სექტემბერი 2018, 00:00 1812 ნახვა

ხალხისგან დისტანცირებული ხალხის რჩეულები - რატომ აქტიურობენ პოლიტიკოსები მხოლოდ  წინასაარჩევნო პერიოდში? ეს შეკითხვა შემდეგი რეპორტაჟის ავტორს, ხათუნა შუშანიძეს, შემთხვევით არ გასჩენია. როგორც აღმოჩნდა, ამ ტენდენციას, კიდევ უფრო კრიტიკულად უყურებს მოსახლეობა და მესამე სექტორი, რომელიც პროცესებს აკვირდება. ქვეყანა, წინასაარჩევნო რეჟიმშია, 28 ოქტომბერს ამომრჩეველი, უკანასკნელად აირჩევს პირდაპირი წესით პრეზიდენტს.

შესაბამისად, ისევ ვისმენთ დაპირებებს, რომელიც  არ შედის  პრეზიდენტის კომპეტენციაში, ვხედავთ შეხვედრებს, რომელზეც მისული ხალხის რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ უფრო  მცირდება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა მიზეზების გამო  დაშორდნენ ერთმანეთს ხალხი და პოლიტიკოსები. 

ამავე კატეგორიაში