ხელვაჩაური ბათუმისგან ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს

29 სექტემბერი 2018, 00:00 1989 ნახვა

მოსახლეობისთვის აზრი არ უკითხავთ შემდეგი საკითხის გადაწყვეტისას, არც  2010 წელს, როცა ხელვაჩაურის ტერიტორიები ბათუმს შეუერთეს და არც დღეს, როცა ხელვაჩაურის საკრებულომ ბათუმს 8 წლის წინ შემოერთებული ფართობის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

ხალხი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა  ბოლო წლებში არაფრით განსხვავდებოდა წინა წლებისგან და იგივე მოლოდინი აქვთ, სამომავლოდაც. ხელვაჩაური   საკუთარ ტერიტორიებს დაიბრუნებს - ასე არ ფიქრობენ ამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში, რომლის შენობაც დღეის მდგომარეობით,  რაც არ უნდა კურიოზული იყოს, იურიდიულად ბათუმის კუთვნილ ტერიტორიაზე დგას.

ამავე კატეგორიაში